აპისპირა

ამ პროდუქტის შემადგენლობა სრულიად უნიკალურია, დრაჟე დამზადებულია წყალმცენარე სპირულინასა და მეფუტკრეობის პროდუქტებისაგან. ფორმწარმომქმნელი ბირთვის სახით გამოყენებულია ყვავილის მტვერი, რომელიც დაფარულია წყალმცენარე Spirulina platensis მიკროსფერული გარსით. დრაჟე განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, იოდით, კალციუმით და რკინით.

ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), სპირულინა (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე), პროპოლისი, ნატურალური თაფლი.

სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას А, В1, B2, B6, B12, С, D და Е ვიტამინებზე და ისეთ მნიშვნელოვან მიკროელემენტებზე, როგორიცაა იოდი, კალციუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი, სპილენძი, სელენი და სხვები, ასევე ნიკოტინამიდზე, პანთოტენის მჟავაზე, ფოლიუმის მჟავაზე.
ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას (ანაბოლური ეფექტი).
აუვნებელყოფს და გამოდევნის ტოქსინებს, მძიმე მეტალებსა და თავისუფალ რადიკალებს. აძლიერებს ორგანიზმის დაცვას რადიაციისგან და თავისუფალი რადიკალებისაგან.
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული მოქმედება
არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს ენდოკრინული, ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობას.
აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, უზრუნველყოფს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით მის გამდიდრებას.
აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციისა და რეპარაციის პროცესებს.
ამცირებს ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარების მოთხოვნილებას, აადვილებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა და პროფილაქტიკა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც იოდის დეფიციტი აღინიშნება.
ბავშვებში და მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენა.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ფიზიკური და ფსიქონევროლოგიური დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევა, დეპრესია.
ნებისმიერი ეთიოლოგიის თმის ცვენა.
ქირურგიული ოპერაციების, მოტეხილობების, ჰეპატიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემდგომ აღდგენითი პერიოდი.
ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება, განსაკუთრებით ეკოლოგიურად დაბინძურებული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. მავნე წარმოებაში მუშაობა, კომპიუტერებთან, რენტგენის აპარატთან და გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობა.
წონის კორექცია („აპი-ელიტესთან“ და „ხინაზისთან“ კომპლექსში).
ბავშვებში კბილებისა და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დროს. მოზრდილებში და ბავშვებში კალციუმის უკმარისობა.
ორსულ ქალებში (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრში), როგორც კალციუმით, მაგნიუმით, იოდით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი გამაჯანსაღებელი და გამაძლიერებელი საშუალება.

1–3 წელი – 1/4 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3-7 წელი 1/3 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ითადრე.
7-13 წელი 1/2 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
14 წელი და ზევით 1ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.

300გ –109₾