ექსტრა-ლორი
სპეციალურად შერჩეული სამკურნალო მცენარეთა ნაკრები, თაფლი და პროპოლისი ყელის ტკივილის, ღრძილების პრობლემების დროს საყოველთაოდ აღიარებული საშუალებებია. მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ორგანიზმს დაეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსებს.
შემადგენლობა:
ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), პროპოლისი, თაფლი, ცვილი, ევკალიპტის, გულყვითელას ყვავილების, კრაზანას, ბეგქონდარას და მუხის ქერქის ექსტრაქტები.
თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული მოქმედება.
ახასიათებს ანტისეპტიკური, აგრეთვე, დამარბილებელი და ამოსახველებელი მოქმედება.
აქვს სპაზმოლიტიკური, შემახორცებელი, აღმდგენი და ჰემოსტატიკური მოქმედება.
სპობს პათოგენურ მიკროორგანიზმებს პირის ღრუში, ცხვირხახაში და ზედა სასუნთქ გზებში. აფერხებს და ხელს უშლის კარიესის, პაროდონტიტის და სხვა ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებების განვითარებას პირის ღრუში, ცხვირხახაში და ზედა სასუნთქ გზებში.
აქვს მადეზოდორირებელი მოქმედება, აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.
ცხვირხახასა და ზედა სასუნთქ გზებში უზრუნველყოფს ფიზიოლოგიური პროცესების სწორად წარმართვას.
ხელს უწყობს საკვების მონელებას და შეთვისებას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში თრგუნავს ლპობის პროცესებს.
ხელს უწყობს საკვების მომნელებელი ორგანოების სეკრეტორული მოქმედების გაძლიერებას, განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში ყაბზობის დროს.
ჩვენებები:
პირის ღრუს, ცხვირხახის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, მწვავე რესპირატორული ინფექციები.
ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები: ტონზილიტი, ლარინგიტი, ლარინგოტრაქეიტი, ბრონქიტი, მწეველის ხველება.
ზედა სასუნთქი გზების სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, ანგინები.
ბავშვთა ინფექციური დაავადებები (ჩუტყვავილა, წითურა, წითელა).
სინუსიტები, ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ადენოიდები.
კარიესი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი, ღრძილებიდან სისხლდენა.
კოლიტი, ენტეროკოლიტი, ყაბზობა.
ჭარბი ოფლიანობა.
მიღების წესი:
3 წლამდე: 10-12 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
3 - 14 წელი 1/2 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
14 წელი და ზევით 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე.
ფასი:
300გ – 82 ₾