ო-დე-ვიტი
სამკურნალო მცენარეებითა და ფუტკრის პროდუქტებით გაჯერებული დრაჟე აღადგენს ზედა სასუნთქი გზების, ბრონქებისა და ფილტვების ფუნქციებს. დრაჟეში შემავალ კომპონენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და ამოსახველებელი მოქმედება-ზედა სასუნთქი გზები, ბრონქები და ფილტვები ბუნებრივად თავისუფლდებიან ნახველისგან.
შემადგენლობა:
ნატურალური თაფლი, ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), პროპოლისი, არყის ხის ფოთლების, კულმუხოს ფესვის, სამკურნალო ტუხტის ფესვის, ძირტკბილას ფესვის, კრაზანას, ბეგქონდარას ექსტრაქტები, ფუტკრის ცვილი.
თვისებები:
სამკურნალო მცენარეებით გაჯერებული ნაკრები აღადგენს ზედა სასუნთქი გზების ფუნქციებს.
უზრუნველყოფს ბუნებრივ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამსუბუქებს ხველას, ათხელებს ნახველს.
აღადგენს ზედა სასუნთქი გზების ფუნქციებს.
აქვს ოფლმდენი, სპაზმოლიტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება. არეგულირებს ძილს, აუმჯობესებს მადას.
ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს.
ამაღლებს ერითროციტების შემცველობას სისხლში და ჰემოგლობინის დონეს.
ჩვენებები:
სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე რესპირატორული ინფექცია, გრიპი, ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი.
პნევმონიის პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსში.
კომპლექსში ან დამოუკიდებლად ქრონიკული ბრონქიტის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ (კურსი 2-3 თვე).
ორგანიზმის აღსადგენად, როგორც ვიტამინიზირებული და გამაჯანსაღებელი საშუალება ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებში.
ტუბერკულოზის განკურნების ვადების დასაჩქარებლად (კურსი 6 თვემდე).
ხშირად მოავადე ბავშვები, დაბალი იმუნიტეტი, ბავშვებში უმადობა და წონაში ჩამორჩენა.
კომპლექსში ბრონქული ასთმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კურსი 1 – 1,5 თვე).
რესპირატორული და ვირუსული ინფექციების ეპიდემიების დროს, როგორც საუკეთესო იმუნომოდულატორი.
მიღების წესი:
1–7 წელი – 1/3 ჩაის კოვზი 3 – ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
8 წელი და ზევით 1 ჩაის კოვზი 3 – ჯერ დღეში ჭამამდე 20–30 წთ–ით ადრე.
გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს, მაღალი ტემპერატურის დროს დასაშვებია დღეში 6-ჯერ მიღება.
ფასი:
300გ – 82 ₾